|
თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯი
,,ჰუმანიტარულ მეცნიერებათა აკადემია”
2012-2013 სასწავლო წლისათვის
გთავაზობთ შრომით ბაზარზე მაღალმოთხოვნად პროფესიების დაუფლებას.
მიმდინარეობს რეგისტრაცია შემდეგ სპეციალობებზე :
ეროვნულ გამოცდებზე გადალახული უნარ-ჩვევების მინიმალური ზღვარით:
ბიზნეს–ადმინისტრირება
ბუღალტერ-მოანგარიშე 3 საფეხური
ამ პროგრამაზე რეგისტრაციის უფლება აქვს ნებისმიერ პირს ვისაც მიღებული აქვს მინიმუმ საბაზო განათლება (9 კლასი) რაც დასტურდება საბაზო განათლების ატესტატით ან იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტით.
აღნიშნულ პროგრამაზე სწავლა შეუძლიათ აგრეთვე სრული საშუალო ზოგადი განათლების ან უმაღლესი განათლების მქონე პირებსაც, ასაკის მაქსიმალური ზღვარი შეზღუდული არაა.
ბუღალტრის( ბუღალტერ–ტექნიკოსი) - IV საფეხური;
ბუღალტრის V საფეხური – (აუცილებელია ბუღალტრის( ბუღალტერ–ტექნიკოსი) - IV საფეხურის პროფესიული დიპლომი)
ყურადღება
თუ თქვენ ფლობთ ჩვენს მიერ განხორციელებული რომელიმე საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამის პროფესიას, თუმცა ამას ვერ ადასტურებთ დიპლომით, ეს ნიშავს, რომ თქვენ მიღებული გაქვთ არაფორმალური პროფესიული განათლება. თქვენ უფლება გაქვთ მოგვმართოთ არაფორმალური განათლების აღიარების მოთხოვნით.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარება დასაშვებია I-III საფეხურის ფარგლებში ყველა პროფესიისათვის, გარდა რეგულირებადი პროფესიებისა.
დეტალური ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით საკონტაქტო ტელეფონებზე: 2 600 922; 2 600 946;
კოლეჯის მიზანია :
უზრუნველყოს პროფესიული სტუდენტისათვის მაღალი ხარისხის განათლების მიღება და აუცილებელი უნარ-ჩვევების შეძენა მთელი სიცოცხლის მანძილზე.
პროფესიული და მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება. .
შეღავათები ვრცელდება:
• სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახებისათვის 30%.
- დევნილი ოჯახების და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული ოჯახების შვილებისათვის 10%
კოლეჯს აქვს ფონდი, საიდანაც გარკვეული თანხა მოხმარდება ფრიადოსანი სტუდენტების სტიპენდიებსა და კულტურულ-სპორტულ ღონისძიებებს.
კოლეჯში ფუნქციონირებს:
• ბიბლიოთეკა
• დიზაინის კაბინეტი
• კომპიუტერული ცენტრი
წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი:
• განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ატესტატი ან 9 კლასის დამთავრების მოწმობა–დედანი)
- ეროვნული გამოცდების (მხოლოდ უნარ–ჩვევები) მინიმალური ზღვარის გადალახვის დამადასტურებელი დოკუმენტი(საჭიროების შემთხვევაში; IV – საფეხური)
• 4 ფოტოსურათი 3X4 (დისკზე)
• პირადობის მოწმობის ასლი (დედანთან ერთად)
• დაბადების მოწმობის ასლი (დედანთან ერთად)– არასრულწლოვანის შემთხვევაში ხელშეკრულება ფორმდება აბიტურიენტის კანონიერ წარმომადგენელთან(მშობელთან)
კოლეჯში ჩარიცხვა მოხდება გასაუბრებით.
კურსდამთავრებულებზე გაიცემა სახელმწიფო დიპლომი.
საბუთების მიღება იწყება 25 ივლისიდან ყოველდღე 10:00 – 18:00.
წარჩინებული სტუდენტების დასაქმებაზე იზრუნებს კოლეჯი .
ყოველი საფეხურის დამთავრების შემდეგ გაიცმა სახელმწიფო დიპლომი

|